დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო. მოსამართლემ "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების კიდევ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამაუწყებლო კომპანიის 60%-ს ყადაღა დაადო.
როგორც "ფორმულასთან" საუბრისას აქიმიძისა და დვალის უფლებადამცველ კახა კოჟორიძე აცხადებს, არსებობდა საფრთხე, რომ ქიბარ ხალვაში წილებს სხვაზე გადააფორმებდა, შესაბამისად მათ დააყენეს წილებზე ყადაღის დადების შუამდგომლობა.
ყადაღა ძალაში საქმის საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე დარჩება. „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა წილის დასაბრუნებლად სასამართლოს 17 ოქტომბერს მიმართეს.
საქმეში მთავარი მოპასუხე ქიბარ ხალვაში იქნება. სარჩელში მოპასუხე მხარედ პაატა კარსანიძეც არის დაფიქსირებული, რომელმაც 2004 წელს „რუსთავი 2-ის" საკონტროლო პაკეტი იყიდა და იმავე დღეს ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.